ინდივიდუალური შეკვეთების ზუსტი ფაბრიკაცია. CNC დანადგარების და მაღალი ხარისხის შედუღების გამოყენებით ვქმნით ნებისმიერი სირთულის კონსტრუქციებს.
პროექტირება საკონსტრუქციო ბიუროში
თითოეული შეკვეთა ინდივიდუალურია და იწყება 3D პროექტირებით. ზუსტი საინჟინრო გამოთვლები და დეტალური ნახაზები სრულად გამორიცხავს შეცდომებს წარმოების პროცესში.
კონსტრუქციების ინსტალაცია
მზა ნაკეთობის უსაფრთხო ტრანსპორტირება . პროფესიონალთა გუნდი უზრუნველყოფს საიმედო ინსტალაციას დათქმულ ვადებში, ხარისხის საბოლოო კონტროლით.
ლითონის კონსტრუქციების დამუშავება
ლითონის კონსტრუქციის საფუძვლიანი გაწმენდა და დაზუმფარება. ზედაპირის სრული მომზადება ელექტროსტატიკური ღებვისთვის, საღებავის მაქსიმალური მდგრადობისა და უნაკლო ვიზუალის მისაღებად.
LET'S GO!
რატომ არის საკუთარი საპროექტო ბიურო ჩვენი წარმოების უპირატესობა?
სპეციალიზაცია ლითონზე: ინჟინერ-კონსტრუქტორთა გამოცდილი გუნდი, რომელიც იდეალურად ფლობს ლითონის დამუშავების სპეციფიკასა და ტექნოლოგიებს
საინჟინრო სიზუსტე: დატვირთვების ზუსტი გამოთვლა, მასალის დანაკარგის ოპტიმიზაცია და cnc დანადგარებზე (ჭრა, კეცვა, ვალცვა) ზუსტად მორგებული ტექნიკური ნახაზები;
მინიმიზებული რისკები: წარმოების ეტაპზე შეცდომების პრევენცია და პროცესის მაქსიმალური კონტროლი.
ხშირად პროექტის სპეციფიკა მოითხოვს არასტანდარტული ფორმისა და მკაცრად განსაზღვრული პარამეტრების მქონე ლითონის კონსტრუქციებს. სწორედ ამიტომ, ჩვენი კომპანია გთავაზობთ კონსტრუქციების დამზადებას უშუალოდ დამკვეთის ნახაზების მიხედვით, ელემენტებისა და კონფიგურაციის ყველა ინდივიდუალური თავისებურების ზუსტი დაცვით. ნებისმიერი სირთულის მიუხედავად, მზა ნაკეთობა სრულად დააკმაყოფილებს ხარისხისა და უსაფრთხოების თანამედროვე საინჟინრო სტანდარტებს.
"დამჭირდა კარკასი სასაწყობო ფართისთვის, მივმართე ამ კომპანიას ნაცნობების რჩევით. ძალიან კმაყოფილი ვარ! ყველაფერი შეასრულეს ზუსტად ნახაზების მიხედვით, შეცდომების გარეშე. ფასები გონივრულია, ხოლო სამუშაოს ხარისხმა გადააჭარბა ჩემს მოლოდინს. გაგიწევთ რეკომენდაციას ჩემს პარტნიორებთან!"
ლევან დ.
11.08.2024
“შევუკვეთეთ ლითონის ღობე აგარაკისთვის. პროექტი სწრაფად შეიმუშავეს, მონტაჟიც შეუფერხებლად წარიმართა. მასალა მტკიცეა და თანამედროვედ და ესთეტიკურად გამოიყურება. ცალკე მადლობას გიხდით თავაზიანი მიმართვებისთვის და ყველა ეტაპზე მხარდაჭერისთვის!”
ნინო მ.
15.09.2024
“მივმართე ამ კომპანიას ლითონის ფარდულის დამზადების მიზნით. ძალიან კმაყოფილი ვარ შედეგით! სამუშაოები შესრულდა ზუსტად და დროულად, უმაღლესი დონის ხარისხით. ბიჭებმა გაითვალისწინეს ჩემი ყველა სურვილი და შემომთავაზეს საკუთარი იდეები, რომლებიც კონსტრუქციას კიდევ უფრო გააუმჯობესებდა. მადლობა პროფესიონალიზმისთვის!”
გიორგი ხ.
21.04.2025
კითხვა-პასუხი
პროექტის ღირებულება დამოკიდებულია მის მოცულობაზე, გამოყენებულ მასალაზე, ნაკეთობის სირთულესა და ნაკეთობის კომპლექსურობაზე (კომპლექსურობაში ვგულისხმობთ, თუ რა სახის მომსახურებას მოიცავს, მაგალითად, ლაზერული ჭრა და თერმული შეღებვა, კეცვა და შედუღება, ყველა ოპერაცია ერთად თუ მხოლოდ ერთი...)
ღირებულებაში შედის ობიექტზე მისვლა, აზომვა, ტექნიკური ნახაზებისა და ვიზუალის მომზადება, მასალის შეძენა, ნაკეთობის დამზადება (ლაზერული ჭრა, კეცვა, შედუღება, თერმული ღებვა), მიტანის სერვისი, მონტაჟი.
გვაქვს მომსახურების სრული ციკლი ,რომელიც მოიცავს ლითონის დამუშავებას, ფურცლოვანასა და მილ/მილკვადრატის ლაზერულ ჭრას, ფურცლოვანას კეცვა, ვალცვა,ელექტროსტატიკურ (თერმულ) ღებვას, შედუღებას.